суббота, 27 июня 2009 г.


1. პროექტის სახელი: საბედისწერო ეპოქა
2. პროექტის მოკლე არწერა: პროექტის მიზანია, იმ მწერალთა ცხოვრებისა შემოქმედების შესწავლა, რომლებიც გახდნენ მსხვერპლნი ამა თუ იმ ეპოქისა.
3.პროექტის სრული აღწერა: ეს პროექტი მიზნად ისახავს, რეპრესირებულ მწერალთა ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობას. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ასეთი ადამიანები, გაეცნონ მათ ბიოგრაფიას, შემოქმედებას... გამოიკვლიონ და გაიაზრონ მათი როლი ისტორიული მოვლენების განვითარებაში; გააანალიზონ და გაითავისონ შემოქმედებითი თავისუფლების მნიშვნელობა.გაეცნონ შესაბამის ეპოქას.
პროექტში მონაწილწე ბავშვები პირველ ეტაპზე მოიძიებენ მასალებს ბიბლიოთეკისა და ისტ ტექნოლოგიების მეშვეობით.
მეორე ეტაპზე წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებსა და მოძიებულ ინფორმაციას. (ესე, ფოტო და ვიდეო მასალას)
მესამე ეტაპზე აწყობენ მიზნობრივ ექსკურსიებს; იღებენ ინტერვიუებს;
ბოლოს შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომებს,ბროშურებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და ა.შ. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:10-17
5. ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, მწერალთა ბიოგრაფიებისა და შემოქმედების გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის შექმნა, ვიქტორინის, დისკუსიის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა…
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ბროშურა, ფილმი, ჩანახატი, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.

8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ქართველ თუ საზღვარგარეთელ მსგავსი ,,ბედისწერის,, მქონე მწერალთა ცხოვრებასა და შემოქმედებას, ეპოქას, გაიაზრებენ მათს მნიშვნელობას მსოფლიო კულტურისა თუ ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი …) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიების გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება , მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა…
ისტორია - გაეცნობიან როგორც ეპოქას, რეპრესირებულ მწერალთა მნიშვნელობას ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
უცხო ენები - მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, ახარისხებს, თარგმნის.

საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება...
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეა გაბისონია
12. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:teagabisonia7@.gmail.com
13. პროექტის ფორუმი:
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:teagabisonia.blogspot.com